Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

31 დეკემბრიდან 3 იანვრამდე ინტოქსიკაციის მოტივით სასწრაფო დახმარების 1 254 გამოძახება იყო


გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 31 დეკემბრიდან 3 იანვრამდე, საქართველოს მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სულ 1 254 გამოძახება იყო ინტოქსიკაციის მოტივით.

მათგან 387 - კვებითი, 844 - ალკოჰოლური, ხოლო 23 - კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ერთად.

31 დეკემბრისა და 1 იანვრის მონაცემებით, რეგიონებსა და თბილისში დაფიქსირდა პიროტექნიკით დაზიანების 81 შემთხვევა. მათ შორის 33 რეგიონებში, 48 კი თბილისში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG