Accessibility links

site logo site logo

აშშ-მა ერაყის „ასაიბ აჰლ ალ-ჰაყის“  დაჯგუფება უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა


"ასაიბ აჰლ ალ-ჰაყის" ლიდერი ყაის ალ-ხაზალი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 3 იანვარს განაცხადა, რომ ერაყის „ასაიბ აჰლ ალ-ჰაყის“ დაჯგუფება უცხოეთის ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა. განცხადების თანახმად, დაჯგუფების ორ ლიდერს დაუწესდა სანქციები.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გამოაცხადა, რომ დაჯგუფება და მისი ლიდერები ირანის ისლამური რესპუბლიკის მოკავშირე ძალადობრივი გაერთიანებაა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „ასაიბ აჰლ ალ-ჰაყი“- ასევე ცნობილი სახელწოდებით, „მართალთა ლიგა“, ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის „ყუდსის ძალების“მხარდაჭერით მოქმედებს. „ყუდსის ძალები“ ასევე ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული ვაშინგტონის მიერ.

გლობალურ ტერორისტებად გამოცხადდნენ აშშ-ის მიერ ყაის ალ-ხაზალი, „ასაიბ აჰლ ალ-ჰაყის“ ლიდერი და მისი ძმა, ლაით ალ-ხაზალი, ჯგუფის მეორე ლიდერი. ტერორისტების სიაში შეყვანის შემდეგ ჯგუფის და მისი ორი ლიდერის აქტივები აშშ-ში იყინება და ამერიკელებს ეკრძალებათ მათთან საქმიანი ურთიერთობა, ასევე დანაშაულად ფასდება მათთვის მხარდაჭერა ან დახმარება.

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა აშშ-ის მიერ საჰაერო თავდასხმის შედეგად ირანის ელიტარული „ყუდსის ძალების“ სარდლის, ყასემ სოლეიმანის მოკვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG