Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყის ხანძართან ბრძოლაში ავსტრალიაში სამი ათასი სამხედრო რეზერვისტი ჩაერთო


ხანძარი ავსტრალიაში, ვიქტორიის შტატის სანაპიროსთან, 2020 წლის 4 იანვარი
ხანძარი ავსტრალიაში, ვიქტორიის შტატის სანაპიროსთან, 2020 წლის 4 იანვარი

ავსტრალიამ სამი ათასზე მეტი სამხედრო რეზერვისტი ჩართო ტყეებში ხანძართან საბრძოლველად. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ლინდა რეინოლდსის თანახმად, მთავრობამ გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი, მაგრამ ცეცხლთან ბრძოლის სხვა გზა არ არსებობს.

ავსტრალიის ორ შტატში, ვიქტორიასა და ახალ სამხრეთ უელსში, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ბოლო თვეებში ამ ქვეყანაში ხუთ მილიონი ჰექტარი ტყე დაიწვა, ხანძრის შედეგად დაიღუპა 23 ადამიანი, ასეულათასობით ცხოველი, განადგურდა ათასამდე სახლი.

ზოგიერთ რეგიონში ძლიერი კვამლის გამო შეუძლებელია ხანძრის ჰაერიდან ჩაქრობა, მთავრობამ ამ არეალებში სამხედრო გემები გააგზავნა მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით.

ავსტრალიაში ხანძრის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ კოსმოსიდან მოჩანს. კონტინენტის ფოტოგრაფირებას აწარმოებს იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს თანამგზავრი Himawari-8.

ტყის ხანძრის გამო ჰაერის დაბინძურებამ დედაქალაქ კანბერაში ნორმას - „საშიშია სიცოცხლისთვის“, 26-ჯერ გადააჭარბა. ამის თაობაზე ადგილობრივი მედია იტყობინება. ცეცხლი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება მაღალი ტემპერატურის და ძლიერი ქარის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG