Accessibility links

site logo site logo

ბელარუსის და რუსეთის წარმომადგენლები რუსეთიდან ნედლი ნავთობის მიწოდების აღდგენაზე შეთანხმდნენ


ბელარუსის და რუსეთის სანავთობო სფეროს აღმასრულებელი პირები რუსეთიდან მინსკისთვის ნედლი ნავთობის მიწოდების აღდგენაზე შეთანხმდნენ. სატრანზიტო გადასახადის ფასების თაობაზე უთანხმოებას, 1 იანვარს ბელარუსისთვის ნავთობის მიწოდების შეწყვეტა მოჰყვა.

ბელარუსმა, არსებული ინფორმაციით, უარი თქვა მიმწოდებლის პრემიაზე. ეს ქვეყანა ნავთობს ყიდულობს მეზობელი რუსეთისგან და დამოკიდებულია იმპორტზე.

„ბელნეფტეხიმის“ თანახმად, მიღწეული შეთანხმება ბელარუსის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შესაძლებლობას აძლევს, იანვარში ნედლეული უწყვეტად მიიღონ. კომპანიის ცნობით, 4 იანვრიდან უკვე დაიწყო ნედლეულის გადატუმბვა და ფასი პრემიის გარეშე დადგინდა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა, სიარჰეი რუმასმა 4 იანვარს, შექმნილი ჩიხიდან გამოსასვლელად, ტელეფონით ისაუბრეს.

ბელარუსი რუსეთის ნავთობსა და ფინანსებზეა დამოკიდებული და, ამასთან, მასზე გადის საკვანძო სატრანზიტო მარშრუტი, რუსეთიდან ევროპაში ნავთობის მისაწოდებლად.

მინსკს გარკვეული დროის განმავლობაში უთანხმოება ჰქონდა რუსეთთან ნავთობის ტრანზიტის ფასის გარშემო, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხრიდან მზარდი ზეწოლის ფონზე, გაღრმავებულიყო ინტეგრაცია ორ ქვეყანას შორის.

გასულ კვირებში ბელარუსები რუსეთთან უფრო დაახლოების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. მათი აზრით, რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შესახებ 1999 წელს დადებული შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკება საიდუმლოდ წარიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG