Accessibility links

logo-print logo-print

ერაყში ათასობით ადამიანი გლოვობს ირანელ გენერალს, ირანის რევოლუციური გვარდია შურისძიებით იმუქრება


ერაყი, ბაღდადი, 2020 წლის 4 იანვარი. ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის დასაფლავება

ბაღდადში 4 იანვარს ათასობით ადამიანი მონაწილეობდა მაღალი რანგის ირანელი სამხედრო მეთაურის და სხვა პირების დასაფლავების ცერემონიაში.

ერთი დღით ადრე აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად ბაღდადის აეროპორტში მოკლულ იქნა ირანის რევოლუციური გვარდიის ელიტარული შენაერთის, „ყუდსის ძალების“ სარდალი, გენერალი ყასემ სოლეიმანი და ერაყის პროირანული სამხედრო გაერთიანების „ჰაშდ შააბის“ მეთაურს მოადგილე, აბუ მაჰდი ალ-მუჰანდასი.

ბაღდადში დაწყებული მსვლელობა შიიტთა წმინდა ქალაქების ქარბალასა და ნაჯაფისკენ გაემართა.

რეგიონში დაძაბული ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა. ირანმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ დაიწყო "სამხედრო ომი".

4 იანვარის საღამოს რაკეტა ჩამოვარდა ბაღდადის ზედმიწევნით დაცულ "მწვანე ზონაში", აშშ-ის საელჩოს მახლობლად. მეორე რაკეტა დაეცა ჯადრიის არეალში, ხოლო კიდევ ორი რაკეტა ესროლეს ბალადის სამხედრო ბაზას, რომელიც ბაღდადიდან ჩრდილოეთშიმდებარეობს. მსხვერპლი არ არის, განაცხადა ერაყის არმიამ. პასუხიმგებლობა რაკეტების სროლისთვის არავის უკისრია.

ირანის სამხრეთში რეგიონულმა სამხედრო მეთაურმა 4 იანვარს პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა „ამერიკელებს დასჯის, სადაც კი მათზე ხელი მიუწვდება თეირანს“. ისლამური რევოლუციის გვარდიის მეთაურმა ქერმანის პროვინციაში, გენერალმა, ღოლამალი აბუჰამრეზმა განაცხადა, რომ აშშ-ის 35 მნიშვნელოვანი სასიცოცხლო წერტილია რეგიონსა და თელ ავივში, ისრაელში. ამის თაობაზე იტყობინება სააგენტო როიტერსი ირანის თასნიმის სააგენტოზე დაყრდნობით.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი ტელეფონით ელაპარაკა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამად ჯავად ზარიფს და მოუწოდა აშშ-ს, ნუ გამოიყენებს ბოროტად ძალას და პრობლემები მოაგვაროს დიალოგით. ვანმა განაცხადა, რომ კონსტრუქციულ როლს ითამაშებდა მშვიდობის და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად სპარსეთის ყურის რეგიონში.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის თანახმად, ის ელაპარაკა ვანს და ჰქონდა საუბარი ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაიკო მასთანაც ახლოა აღმოსავლეთში ვითარების შესახებ, და რომ ყველა მხარე თვლის, რომ საჭიროა ერაყის სუვერენიტეტის და სტაბილურობის შენარჩუნება. ლე დრიანის განცხადებით, პარიზი, ბერლინი და პეკინი შეთანხმდნენ, რომ მნიშნველოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ თეირანმა არ დაარღვიოს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან 2015 წლის ბირთვული შეთანხმება, რომლის თანახმად, თეირანისთვის უნდა გაეუქმებინათ სანქციები, რის სანაცვლოდ კი, ირანი შეზღუდავდა ბირთვულ პროგრამას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG