Accessibility links

site logo site logo

პარიზში პოლიციასა და საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა


პარიზის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი იხმარა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც პროტესტს გამოხატავდნენ მთავრობის გეგმის მიმართ, შეცვალოს საპენსიო სისტემა. საპროტესტო აქცია იმართება საფრანგეთის პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივით.

პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა პარიზის ხალხმრავალ სარკინიგზო სადგურებთან, Gare du Nord-სა და Gare de l'Est-თან. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა ბასტილიის არეალში, დემონსტრანტების მსვლელობის დროს.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა მაკრონი თვლის, რომ რეფორმები საჭიროა საპენსიო სისტემის გასამარტივებლად.

მისი ოპონენტების აზრით, რეფორმების შედეგად ბევრ ფრანგს მოუწევს უფრო ხანგძლივად მუშაობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG