Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა მწვავე ვირუსული ინფექციით


თბილისის ერთ-ერთ პედიატრიულ კლინიკაში 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა მწვავე ვირუსული ინფექციით.

კლინიკაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი რამდენიმე დღეში, ექსპერტიზის შედეგად გახდება ცნობილი.

ექიმმა ოლიკო გახელაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს უთხრა, რომ გარდაცვლილი კლინიკაში სამდღიანი ანამნეზით შეიყვანეს:

„ბავშვს დაავადება დაეწყო ცხელებით, ყელის ტკივილით. შემოსვლისას ყურადღებას იპყრობდა სუნთქვის უკმარისობის კლინიკა. ძალიან სწრაფად პროგრესირებდა. გადაყვანილი იქნა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დაიწყო შესაბამისი მკურნალობა, მდგომარეობა გაუარესდა ძალიან სწრაფად და პოლიორგანული უკმარისობის ფონზე გარდაიცვალა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG