Accessibility links

logo-print logo-print

არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, ხორვატიის ყოფილი პრემიერი ქვეყნის პრეზიდენტი ხდება


ხორვატიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზორან მილანოვიჩი ამ ქვეყნის შემდეგი პრეზიდენტი გახდება. ეს ჩანს არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებიდან, რომელიც 5 იანვარს, გვიან ღამით გამოქვეყნდა.

მილანოვიჩი ოპოზიციური, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია. მან არჩევნების მეორე ტურში ხმების 53 % მოაგროვა, იტყობინება საარჩევნო უწყება.

მოქმედმა პრეზიდენტმა, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა, მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის კანდიდატმა, 47 % მიიმხრო.

პირველი წინასწარი ოფიციალური შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG