Accessibility links

logo-print logo-print

კენიაში ტერორისტული ორგანიზაცია ალ-შაბააბი თავს დაესხა ბაზას, რომელსაც ამერიკელებიც იყენებენ


ალ-შაბააბის ტერორისტულმა ორგანიზაციამ კენიაში თავდასხმა განახორციელა სამხედრო ბაზაზე, რომელსაც აშშ-ის და კენიის ძალები იყენებენ.

არ გავრცელებულა ცნობა მსხვერპლის შესახებ.

აშშ-ის აფრიკის სამეთაურო ცენტრის, AFRICOM-ის 5 იანვრის განცხადების თანახმად, მანდას ყურეს აეროდრომი ლიმუსთან, სომალის საზღვართან, სრული უსაფრთხოების, პირობებში იმყოფებოდა.

„თავდაპირველი ანგარიშიდან ჩანს, რომ ზარალი მიაყენეს ინფრასტრუქტურასა და აღჭურვილობას“, წერია განცხადებაში.

კენიის არმიის თანახმად, თავდასხმა მოიგერიეს, გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს და საფრენი ბილიკი უსაფრთხოდაა. თავდასხმის მონაწილე ხუთი პირი მოკლეს, აცხადებს კენიის არმია.

ალ-შაბააბმა გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც დაჯგუფების თანახმად, ასახავს თვითმფრინავს, რომელიც თავდასხმის სამიზნე იყო.

ალ-შაბააბი, რომელიც შექმნიდან ათი წლის განმავლობაში რეგიონში თავდასხმებს ახორციელებს, დაკავშირებულია ალ-ყაიდასთან და სომალიდან მოქმედებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG