Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრიპოლიში თავს დაესხნენ სამხედრო სასწავლებელს


ტრიპოლი
ტრიპოლი

სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში, სამხედრო სასწავლებლის დაბომბვის შედეგად. სააგენტო „როიტერს“-ის ინფორმაციით, დაჭრილია 33. ლიბიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულების და დაჭრილების უმრავლესობა სასწავლებლის კურსანტია.

ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დააკისრა გენერალ ხალიფა ჰაფტარის „ნაციონალურ არმიას“, რომელიც გაეროს მიერ აღიარებული ეროვნული თანხმობის მთავრობის წინააღმდეგ იბრძვის. გენერლის წარმომადგენლები ამ ბრალდებას უარყოფენ.

ლიბიაში 2011 წლიდან გრძელდება შეიარაღებული კონფლიქტები სხვადასხვა დაჯგუფებას შორის. მთავარი დაპირისპირებული მხარეები არიან გაეროს მიერ აღიარებული ეროვნული თანხმობის მთავრობა, პრემიერ-მინისტრ სარაჯის ხელმძღვანელობით და დროებითი კაბინეტი, რომელსაც მხარს უჭერენ გენერალ ჰაფთარის ძალები და პარლამენტი, რომელიც 2014 წლის შემდეგ იმყოფება ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ტორბუკში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG