Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანში გაიმართა გენერალ ყასემ სოლეიმანისთან გამოთხოვების ცერემონია


თეირანში ასიათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში გენერალ ყასემ სოლეიმანისთან გამოსამშვიდობებლად, რომელიც ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სპეცდანაყოფს ხელმძღვანელობდა და 3 იანვარს აშშ-ის საჰაერო დარტყმის შედეგად იქნა მოკლული ბაღდადის აეროპორტის მახლობლად.

სოლეიმანისთან გამოთხოვების ცერემონია ქვეყნის თითქმის ყველა ტელეარხით გადაიცემოდა, გენერლის ცხედართან ლოცვა წარმოთქვა პირადად ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ.

ლოცვის დასრულების შემდეგ ხალხმა დაიწყო სკანდირება: „სიკვდილი ამერიკას“. სოლეიმანის ქალიშვილმა განაცხადა, რომ მამამისის სიკვდილის დღე „შავ დღედ“ იქცევა აშშ-ისა და მისი მოკავშირის, ისრაელისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG