Accessibility links

logo-print logo-print

პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ სომეხ თანამოქალაქეებს შობა და ნათლისღება მიულოცეს


პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სუბ გევორქის საკათედრო ტაძარში

დღეს, 6 იანვარს, სომხური სამოციქულო ეკლესია შობას და ნათლისღებას აღნიშნავს.

სომეხ თანამოქალაქეებს დღესასწაული სუბ გევორქის საკათედრო ტაძარში მიულოცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძე საზეიმო წირვას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.​

„ვულოცავ შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს, სომხური ეკლესიის მრევლს. ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას და დღეგრძელობას! ჩვენი თანამემამულე სომხების როლი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობის, ეკონომიკის და კულტურის განვითარების საქმეში დასაფასებელია და ჩვენი ქვეყანა ამაყობს იმ კულტურული მემკვიდრეობით, რომელიც მასში მცხოვრებმა სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებმა შექმნეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისალოცი წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ: „მშვიდობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას ვუსურვებ თითოეულ ოჯახს. ჩვენს ხალხებს შორის სიყვარულსა და მეგობრობას საუკუნეები ამყარებს და ჩვენ კვლავაც ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის შენებას. გილოცავთ და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG