Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალონიკიში გარდაიცვალა ფეხბურთის ბულგარელი გულშემატკივარი, რომელსაც სცემეს, შემდეგ კი მანქანა დაეჯახა


საბერძნეთის ქალაქ სალონიკიში გარდაიცვალა ბულგარელი მამაკაცი, რომელსაც საფეხბურთო კლუბ PAOK-ის გულშემატკივრებმა სცემეს, შემდეგ კი მანქანა დაეჯახა.

საბერძნეთის პოლიციის თანახმად, 28 წლის მსხვერპლსა და მის ორ მეგობარს 5 იანვარს დაესხა თავს PAOK-ის 10-დან 20-მდე გულშემატკივარი, რომლებიც კეტებით იყვნენ შეიარაღებული.

თავდასხმა მოხდა სალონიკის ცენტრში მდებარე ავტოსადგომის მახლობლად. პოლიციის თანახმად, ნაცემი მსხვერპლი სამანქანო გზაზე გადავარდა და ავტომობილი დაეჯახა. ორი სხვა ბულგარელიც დაშავდა, მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ თავდაპირველად 14 ადამიანი დააკავა ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. ეძებენ მძღოლს და ელიან აუტოფსიის შედეგებს, რათა დადგინდეს, მამაკაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა თუ ავტომანქანის დაჯახებისგან.

ნაცემი ბულგარელები ბულგარული საფეხბურთო კლუბის, Botev-ის გულშემატკივრები არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG