Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ლიბიის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს


იორდანიის მეფე აბდულა და გენერალი ხალიფა ჰაფტარი
იორდანიის მეფე აბდულა და გენერალი ხალიფა ჰაფტარი

რუსეთმა 6 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება მოითხოვა ლიბიის გარშემო შექმნილი ვითარების გარშემო იმ ფონზე, როდესაც თურქეთმა დაიწყო სამხედრო ძალების გადასროლა საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული ტრიპოლის მთავრობის მხარდასაჭერად.

ფორმალურად რუსეთს სურს შექმნას ფონი ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების საერთაშორისო კონფერენციის წინ, რომელსაც თვის ბოლოს გერმანია უმასპინძლებს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 5 იანვარს განაცხადა, რომ მისი ბრძანებით სამხედრო დანაყოფები გაიგზავნა ლიბიაში ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ კი დასძინა, რომ ანკარა მეზობელ ქვეყანაში გაგზავნის სამხედრო სპეციალისტებსა და ტექნიკურ გუნდს. თუმცა, თარიღი არ დაუზუსტებია.

გაეროს მიერ აღიარებული ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობა ძლიერი ზეწოლის ქვეშაა გენერალ ხალიფა ჰაფტარის დაქვემდებარებაში მყოფი ლიბიის ეროვნული არმიის მხრიდან, რომელიც დედაქალაქ ტრიპოლს აპრილს თვიდან უტევს.

6 იანვარს ხალიფა ჰაფტარმა გაავრცელა ცნობა, რომ მისმა ერთგულმა ძალები შევიდნენ საზღვაო ქალაქ სირტეში და ხელთ იგდეს მისი აეროპორტი. ეს ინფორმაცია ტრიპოლის მხრიდან ჯერჯერობით არ დასტურდება.

ნატოს წევრი თურქეთი მხარს უჭერს ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობას. რუსეთი, ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამირო გენერალ ხალიფა ხაფტარის არმიას ეხმარებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG