Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰარვი ვაინშტაინს ორ ქალზე სექსუალურ ძალადობაში წაუყენეს ბრალი


ლოს-ანჯელესის საოლქო პროკურორმა სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილ ჰოლივუდის პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს ბრალი წაუყენა. ეს გადაწყვეტილება პროკურორმა ჯეკი ლეისლიმ 6 იანვარს გამოაცხადა. ჰარვი ვაინშტაინი ბრალდებულია მის მიერ 2013 წელს ჩადენილ ორ დანაშაულში, რაც ერთ შემთხვევაში ქალის გაუპატიურებას, მეორე შემთხვევაში კი ქალის წინააღმდეგ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას გულისხმობს.

„დარწმუნებული ვართ მტკიცებულებები დაადასტურებენ, რომ ბრალდებული იყენებდა თავის გავლენასა და ძალაუფლებას, რათა შეეღწია მსხვერპლთან და შემდეგ ძალადობრივი დანაშაული ჩაედინა მათ მიმართ“, - განაცხადა პროკურორმა ლეისლიმ.

ჰოლივუდის პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი 2018 წლის მაისში ნიუ-იორკის პოლიციას ჩაბარდა.

2017 წლის ოქტომბერში, 20-ზე მეტმა მსახიობმა ქალმა, მათ შორის ანჯელინა ჯოლიმ და გვინეტ პელტროუმ ჰარვი ვაინშტაინი დაადანაშაულეს სექსუალურ შევიწროებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG