Accessibility links

logo-print logo-print

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული შსს-ს თანამშრომელია


საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობა

საქართველოს გენერალური პროკურატურა ადასტურებს, რომ თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულია შსს-ს მოქმედი თანამშრომელი.

პროკურატურის ინფორმაციით, შსს-მ 2020 წლის 3 იანვარს დაიწყო გამოძიება 2 იანვარს თბილისში, ე.წ. "დამპალოს სასაფლაოს” ტერიტორიაზე ორი პირის, მ.ჩ.-ს და მ.წ.-ს ცემის და მ.წ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. 4 იანვარს, სისხლის სამართლის საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალა და გამოძიება გაგრძელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა).

პროკურატრის განცხადებით, „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ. ჩ. და მ. წ. იმყოფებოდნენ თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზ. ფ. და ვ.ბ. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა მ. ჩ.-ს და გარდაცვლილ მ.წ.-ს მიერ ბრალდებულ ზ.ფ.-ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე. ბრალდებული ზ.ფ. შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას, რა დროსაც სცემა მ. ჩ. და მ. წ. ხსენებულ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო ცემის შედეგად მ. ჩ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. 5 იანვარს, ზ.ფ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველომ დააკავა“.

იმის გამო, რომ ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო, 6 იანვარს საქმე შემდგომი გამოძიებისთვის გაეგზავნა თბილისის პროკურატურას.

6 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელ ზ.ფ-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

6 იანვარს თბილისის პროკურატურამ სასამართლოს მიმართა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტზეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG