Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვისას ჭყლეტაში 35 ადამიანი დაიღუპა, 48 დაშავდა


ირანის ქალაქ ქერმანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვისას მომხდარ ჭყლეტაში 35 ადამიანი დაიღუპა, 48 დაშავდა. ამის შესახებ AP იტყობინება ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით. ჭყლეტა მოხდა სამგლოვიარო მსვლელობის შემდეგ. სამგლოვიარო ცერემონიაში ათასობით ადგილობრივი მოსახლე მონაწილეობს. დღევანდელი დღე ირანში უქმე დღედაა გამოცხადებული.

გუშინ სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა თეირანში. მას ასიათასობით ადამიანი დაესწრო. გენერლის ცხედართან ლოცვა წარმოთქვა თავად ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა ალი ხამენეიმ. ლოცვის შემდეგ ხალხი სკანდირებდა: „სიკვდილი ამერიკას“.

ირანის გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს იქნა მოკლული ბაღდადში აშშ-ის საჰაერო დარტყმის შედეგად. ვაშინგტონი სოლეიმანის „ნომერ პირველ ტერორისტს“ უწოდებს და პასუხისმგებლად მიიჩნევს ასობით ამერიკელი სამხედროს სიკვდილისთვის. დღეს ირანის პარლამენტმა აშშ-ის არმია და პენტაგონი ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG