Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი აცხადებს, რომ უპასუხოდ არ დაჩება რუსეთის მხრიდან ნიკოლას მადუროს „მასშტაბური მხარდაჭერა“


მადურო და პუტინი კრემლში, 2019 წლის სექტემბერი
მადურო და პუტინი კრემლში, 2019 წლის სექტემბერი

თეთრი სახლის სპეციალური წარმომდგენელი ვენესუელის საკითხებში, ელიოტ ებრამსი აცხადებს, რომ ვაშინგტონი უპასუხოდ არ დატოვებს ნიკოლას მადუროს რეჟიმისადმი რუსეთის „მასშტაბურ მხარდაჭერას“. ებრამსის თანახმად, აშშ-მა სათანადოდ „ვერ შეაფასეს“ იმ მხარდაჭერის დონე, რასაც კრემლი უწევდა მადუროს.

გასულ წელს რუსეთმა გააძლიერა ეკონომიკური გავლენა ვენესუელაზე. აშშ-ის მხრიდან ვენესუელის ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ მიმართული სანქციების პირობებში, ვენესუელაში მოპოვებული ნავთობის 70%-ი საზღვარგარეთ რუსული კომპანიების გზით გადიოდა.

"რუსეთისა და კუბის დახმარების გარეშე „მადუროს რეჟიმი ვერ დარჩებოდა ხელისუფლებაში“, - აღნიშნა ემბრამსა. „ჩვენ სერიოუზლად ვსწავლობთ რუსეთის როლს და არ მივცემთ მას უფლებას კვლავ განაგრძოს ვენესეულის ხელისუფლების დახმარება ისე, რომ ამაზე პასუხი არ აგოს“, - აცხადებს თეთრი სახლის წამომადგენელი.

ვაშინგონის წარმომადგენლის განცხადების ფონია ნიკოლას მადუროს მთავრობის მცდელობა 5 იანვარს ეროვნული კრების (ვენესუელის პარლამენტის) ახალ თავმჯდომარედ აერჩია მისდამი ლოიალურად განწყობილი პირი, ლუის ედურადო პარა, როდესაც პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს ოპოზიციის დეპუტაცია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას ფლობს.

ვენესუელის ხელისუფლების ასეთ დემარში დაგმეს აშშ-მა, ევროკავშირმა და ლათინური ამერიკის მრავლმა ქვეყანამ, მათ შორის მექსიკამ და არგენტინამ.

ნიკოლას მადუროს რეჟიმს მხარს უჭერენ კუბა, რუსეთი, ჩინეთი და რამდენიმე არადემოკრატიული ქვეყანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG