Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრიარქი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხი იყოს ბედნიერი


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, ჩვენი სიყვარული, რწმენა, თავმდაბლობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხალხი ბედნიერი იყოს, - უთხრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოსთან „ალილოს“ მონაწილეებს:

„გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს. ქრისტეს შობა ეს არის ბედნიერება, ეს არის ფერისცვალება, ეს არის სულიერი ამაღლება. ზეცა გადმოდის იესო ქრისტეს სახით დედამიწაზე და ადამიანის ბუნება აჰყავს ზეცას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, ჩვენი სიყვარული, რწმენა, თავმდაბლობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ბედნიერი იყოს. ყველას გლოცავთ, დალოცვილი იყავით და გაიხარეთ“, - მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა „ალილოს“ მონაწილეებს.

მსვლელობის მონაწილეებმა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მანძილი ფეხით გაიარეს. „ალილოზე" შეგროვილი ტკბილეული და საჩუქრები გადანაწილდება მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG