Accessibility links

logo-print logo-print

იწყება ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი


ხვალიდან, 8 იანვრიდან იწყება თბილისში ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი. სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ამაღამ 01:00 საათიდან გადაიკეტება ჭავჭავაძის გამზირი კავსაძიდან ყიფშიძის ქუჩის მიმართულებით. გამზირის ამ მონაკვეთზე იგეგმება მიწისქვეშა კომუნიკაციების - წყლისა და წყალარინების, სანიაღვრე ქსელისა და გაზსადენის რეაბილიტაცია.

სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ნაწილობრივ შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემა.

თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, ვიქტორ წილოსნის განცხადებით, შეზღუდვები ჭავჭავაძის გამზირის აღნიშნულ მონაკვეთზე 2 თვის განმავლობაში იმოქმედებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG