Accessibility links

logo-print logo-print

ადვოკატის თქმით, 24 წლის მურად წურწუმიას საქმეზე სპეცრაზმელი წარდგენილ ბრალს აღიარებს


თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეცრაზმელ ზურაბ ფოფხაძეს 24 წლის მურად წურწუმიას საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„ჩვენ ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნა არ დაგვიყენებია. მან აღიარა, რაც მოხდა, რაზეც წაყენებული აქვს ბრალი“, - თქვა ზურაბ ფოფხაძის ადვოკატმა მევლუდ ჯანჯღავამ.

პროკურატურის ცნობით, თბილისში 2 იანვარს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულია შსს-ს მოქმედი თანამშრომელი.

6 იანვარს ზურაბ ფოფხაძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მურად წურწუმიას ოჯახის წევრები საქმის კიდევ ერთი ფიგურანტის დაკავებას მოითხოვენ. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა თქვა, ზურაბ ფოფხაძე არ ამბობს, რომ მასთან ერთად სხვა პირიც მონაწილეობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG