Accessibility links

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მისი მესაზღვრე დაიღუპა სომხეთის მხრიდან სნაიპერის სროლის შედეგად


აზერბაიჯანმა სომხეთის შეირაღებული ძალების მხრიდან „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევა“ უწოდა მოსაზღვრე ტერიტორიიდან სნაიპერის მიერ განხორციელებულ სროლას, რასაც აზერბაიჯანელი მესაზღვრე შეეწირა.

სომხეთის სამხედრო უწყების პრესმდივანმა, არწრუნ ჰოვანისიანმა განაცხადა, რომ 7 იანვარს სომეხმა ჯარისკაცებმა „გამაფრთხილებელი ცეცხლი“ გახსნეს სახელმწიფო საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტავუშის სექტორში, სადაც აზერბაიჯანული მხარე „ფრონტის ხაზზე საინჟინრო სამუშაობს აწარმოებდა.“

აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ხელმძღვანელი, გენერალ-პოლკოვნიკი ელჩინ გულიევი და სხვა მაღალი რანგის სამხედროები ჩავიდნენ ინცინდენტის ადგილზე, სადაც გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად „აუციელებელი ზომები“ მიიღეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG