Accessibility links

logo-print logo-print

ესპანელმა სოციალისტებმა შეძლეს უმცირესობის მთავრობის ფორმირება მემაცხენე „პოდემოსთან“ ერთად


პედრო სანჩესი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა 7 იანვარს მოახერხა მინიმალური ხმების მოპოვება ქვეყნის პარლამენტში, რამაც მას შესაძლებლობა მისცა კოალიციური მთავრობის ფორმირება ულტრამემარცხენე „პოდემოსთან“ ერთად.

ასეთი შემადგენლობის კოალიციურ მთავრობას მხარი დაუჭირა 167-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო - 165.

გადამწყვეტი აღმოჩნდა კატალონიელი და ბასკი დეპუტატების გადაწყვეტილება - მათ თავი შეიკავეს, რამაც შესაძლებელი გახადა უმცირესობის მთავრობის ფორმირება.

ესპანეთის უმცირესობის კოალიციური მთავრობის კენჭისყრის პირველი მცდელობა ორი დღის წინ უშედეგოდ დასრულდა - გადაწყვეტილებას დააკლდა სულ ერთი ხმა. ეს ხმა მთავრობას მისცა „პოდემოსის“ დეპუტატმა, აინა ვიდალმა, რომელიც კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საავადმყოფოდან მოვიდა, სადაც სიმივნეს მკურნალობს.

ნომებერში გამართულ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ესპანეთის პარლამენტში სოციალისტური პარტია 120 მანდატს ფლობს, „პოდემოსი“ – 35, რაც არ არის საკმარისი უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად 350 კაციან პარლამენტში.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი კოალიციური მთავრობა ესპანეთში მას შემდეგ, რაც 1978 წელს დიქტატორ ფრანკოს რეჟიმის დასრულებასთან ერთად ქვეყანაში აღდგა დემოკრატიული მმართველობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG