Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ბერლინს საყვედურობს სამხედრო დახმარებაზე უარის თქმისთვის


ვადიმ პრისტაიკო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი
ვადიმ პრისტაიკო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვადიმ პრისტაიკომ, გერმანიას მოუწოდა სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას, როდესაც აღნიშნა, რომ სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივების გამო, წარსულში რამდენჯერმე ჩაიშალა გერმანულ საწარმოებთან იარაღის მიწოდების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები.

„უბრალოდ გაანალიზეთ, თუ რომელ ქვეყნებში ახორციელებს გერმანია იარაღის ექსპორტირებას. რატომ ჩვენთან არა? შესაძლოა ჩვენ არ ვიყოთ იდეალური სახელმწიფო, მაგრამ უკრაინა არის დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც იძლებულია თავი დაიცვას. ეს არ შეიძლება, რომ არ გაითვალისწინონ“, -განაცხადა გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში უკრაინელმა მინისტრმა, რომელმაც დასძინა, რომ იმედი აქვს, მომავალში ვითარება შეიცვლება.

უკრაინელი მინისტრის ციტატები გამოცემა "ევრპოეისკაია პრავდას" მოჰყავს.

2019 წლის ბოლოს პრისტაიკომ გაავრცელა ცნობა, რომ გერმანიამ უარი უთხრა უკრაინას იარაღის მიწოდებაზე.

დონბასში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის განმავლობაში გერმანიამ უკრაინას 1,4 მილიარდი ევროს დახმარება აღმოუჩინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG