Accessibility links

logo-print logo-print

კოსოვოს პრეზიდენტმა 48 საათი მისცა არჩევნებში გამარჯვებულ „ვეტვენდოსიეს“ ლიდერს მთავრობის ფორმირებისთვის


ალბინ კურტი და ჰაშიმ ტაჩი

კოსოვოს სავარაუდო პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტმა გადასწია ქვეყნის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული ვადა, 48 საათი, რომლის განმავლობაშიც ჰაშიმ ტაჩი აუცილებლად მიიჩნევს, რომ არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ დაასახელოს კანდიდატურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პოსტზე.

კოსოვოში 6 ოქტომბერს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე პარტია "ვეტვენდოსიემ" დაამარცხა მემარჯვენე-ცენტრისტული ჯგუფები, რომლებიც შექმნეს კოსოვოს გათავისუფლების არმიის ყოფილმა მებრძოლებმა და რომლებიც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში.

მაგრამ გამარჯვებული პარტიის ლიდერმა, ალბინ კურტმა ვერ მოახერხა მთავრობის ფორმირება, რომელშიც კონსტიტუციის თანახმად უნდა შედიოდეს სერბული უმცირესობის წარმომადგენელიც.

პარტია "ვეტვენდოსიე" კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე დიალოგს აწარმოებს „დემოკრატიულ ლიგასთან“. ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰაშიმ ტაჩიმ, რამდენიმე შეხვედრა გამართა ალბინ კურტთან. სულ ბოლოს, 6 იანვარს, რომლის შემდეგაც კოსოვოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „იმედი აქვს, რომ ბატონი კურტი 48 საათის განმავლობაში შეძლებს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელებას, რასაც მისგან მოელის ხალხი, პარლამენტი და ჩვენი მოკავშირეები“.

ამასთან ტაჩიმ განაცხადა, რომ ვადის შემდგომი გადაწევა შეიცავს საფრთხეს, რომ ქვეყანა „კონსტიტუციურ კრიზისში“ შევა.

ალბინ კურტმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჰაშიმ ტაჩის არავითარი ულტიმატუმი არ წამოუყენებია. რაც შეეხება პრეზიდენტსა და მის შეხვედრას, იგი სულ 6 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, - განაცხადა ალბინ კურტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG