Accessibility links

logo-print logo-print

დავით ზალკალიანი მწუხარებას გამოთქვამს ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო


დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. განცხადება დავით ზალკალიანმა „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

„ღრმად ვართ დამწუხრებულები ირანში უკრაინის თვითმფრინავის კატასტროფისა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრის დაღუპვის ინფორმაციით. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ იმ ადამიანების ოჯახებს, რომელთაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს ამ საშინელი ტრაგედიის დროს“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ავიაკომპანია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავი "ბოინგ 737" დღეს, 8 იანვარს ჩამოვარდა თეირანის აეროპორტის მახლობლად. ირანული მედია კატასტროფის სავარაუდო მიზეზად ტექნიკურ პრობლემებს ასახელებს.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დადასტურებულია, რომ „ბოინგში“, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG