Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყასემ სოლეიმანი დაკრძალეს


აშშ-ის საავიაციო დარყმის შედეგად 3 იანვარს მოკლული ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი მშობლიურ ქალაქ ქერმანში დაკრძალეს. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ყასემ სოლეიმანი 7 იანვარს უნდა დაეკრძალათ, მაგრამ დაკრძალვა გადაიდო მას შემდეგ, რაც ქალაქ ქერმანში, სამგლოვიარო ცერემონისას მომხდარ ჭყლეტაში სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა.

3 იანვარს, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტთან განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სპეცდანიშნულების ძალების, „ყუდსის“ სარდალი, გენერალი ყასემ სოლეიმანი, რის შემდეგაც ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.

ამ სამხედრო ოპერაციის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოკლულია მსოფლიოში „ნომერ პირველი ტერორისტი“, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას უწყობდა ხელს და ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედროებზე თავდასხმებს გეგმავდა. გენერალ სოლეიმანის მკვლელობის გამო, ირანი აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

8 იანვარს, ირანმა სარაკეტო იერიშები განახორციელა ერაყის ბაზებზე მყოფი ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG