Accessibility links

logo-print logo-print

უზბეკეთში დაიწყო ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილის, გულნარა ქარიმოვას, სასამართლო პროცესი


გულნარა ქარიმოვა

უზბეკეთის დედაქალაქში დაიწყო ყოფილი პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის უფროსი ქალიშვილის, გულნარა ქარიმოვას მორიგი სასამართლო პროცესი. ქარიმოვას, რომელიც შარშანდელი მარტიდან პატიმრობაში იმყოფება, პროკურატურა ედავება სახელმწიფო ქონების არალეგალური გზით ხელში ჩაგდებასა და უცხოელი ბიზნესმენებისათვის მიყიდვაში.

უზბეკეთის უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ 8 იანვარს იწყება პროცესი „ქარიმოვასა და სხვების წინააღმდეგ“.

47 წლის გულნარა ქარიმოვას მარტში პატიმრობა მიესაჯა მას შემდეგ, რაც მან დაარღვია შიდა პატიმრობის წესები. 2015 წელს ქარიმოვას ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა გაფლანგვისა და გამოძალვის ბრალდებით.

2014 წლიდან გულნარა ქარიმოვა ტაშკენტში, პატიმრობაში იმყოფებოდა - ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა მამამისი ცოცხალი იყო და ქვეყანას მართავდა. ქარიმოვი 2016 წელს გარდაიცვალა და უზბეკეთის პრეზიდენტი მირზიოევი გახდა. 2017 წლის დეკემბერში ქარიმოვას 10 წლით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა რამდენიმე თვეში სასჯელი ხუთ წლამდე შეუმცირეს და შინაპატიმრობით შეუცვალეს.

უზბეკეთის გენერალური პროკურატურა აპირებს, ყადაღა დაადოს ქარიმოვას კუთვნილ 1,5 მილიარდი დოლარის უცხოურ აქტივებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG