Accessibility links

logo-print logo-print

სალომე ზურაბიშვილმა ირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარება გამოთქვა


სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თეირანში უკრაინული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ტრაგედიას იგი „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

„სიტყვები ვერ გადმოსცემს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფას, ენითაღუწერელ ტრაგედიას. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახებისა და მეგობრების მწუხარებას“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერში“.

8 იანვარს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავმა თეირანში კატასტოფა განიცადა. დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი. სხვადასხვა წყაროს ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავში 167-დან 180-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

„ბოინგ 737“ თეირანის აეროპორტის მახლობლად 8 იანვარს, დილით ჩამოვარდა და დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა. ირანული მედია კატასტროფის სავარაუდო მიზეზად ტექნიკურ პრობლემებს ასახელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG