Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალქალაქში ტყეში გაყინულ მამაკაცს სავარაუდოდ გზა აებნა


23 წლის მამაკაცს, რომელიც ახალქალაქის მიმდებარედ, ტყეში გაყინული იპოვეს, სავარაუდოდ, გზა აებნა. თანასოფლელების განცხადებით, მას მხედველობის პრობლემა ჰქონდა და ალბათ, სიბნელეში გზის გაკვლევა გაუჭირდა.

ადგილობრივების თქმით, 23 წლის მამაკაცი არაერთხელ უნახავთ სოფელ მაჭატიიდან ტყისკენ ფეხით მიმავალი. მათი სიტყვებით, ტყესთან ახლოს ცხოვრობდა გარდაცვლილის და, რომელთანაც ის ხშირად დადიოდა.

ახალგაზრდა მამაკაცის ძებნა 6 იანვარს, საღამოს 18:00 საათის შემდეგ ადგილობრივებმა სამართალდამცველებთან ერთად დაიწყეს.

იმ ღამით ახალქალაქში ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსამდე იყო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG