Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხშაბათს მიწისძვრა მოხდა ირანში, ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად


ოთხშაბათს მიწისძვრა მოხდა ირანში, ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად. 4,9 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი 6 კილომეტრზე მდებარეობდა ქალაქ ბორაზჯანიდან და 40 კილომეტრზე - ბუშერიდან, რომელიც ირანის სადავო ბირთვულ პროგრამასთან არის დაკავშირებული.

აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრის თანახმად, მიწისძვრა მიწის ზედაპირიდან 6 კილომეტრის სიღრმეზე დაიწყო.

რეგიონში მსგავსი მიწისძვრა მოხდა დეკემბრის ბოლოსაც. მსხვერპლის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG