Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს ერდოანისა და პუტინის შეხვედრა


სტამბოლში დახურულ კარს მიღმა იმართება შეხვედრა თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს, რეჯეპ ტაიპ ერდოანსა და ვლადიმირ პუტინს შორის. მოლაპარაკებები „პრესის გარეშე“ ორ დღეს გასტანს. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები მონაწილეობას მიიღებენ TukrStream-ის გაზსადენის გახსნის ცერემონიაში.

მანამდე კრემლი იტყობინებოდა, რომ პუტინი აპირებს ისაუბროს ვითარებაზე სირიასა და ლიბიაში, ასევე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე. ერდოანმა განაცხადა, რომ შეხვედრის მსვლელობისას გადაწყვეტილი აქვს, შეეხოს მდგომარეობას იდლიბში და სირიის თაობაზე რუსეთ-თურქეთის შეთანხმებების შესრულებას. თურქეთის პრეზიდენტის პრესამსახურში ასევე განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის ლიდერები ისაუბრებენ აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტზე გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ.

გაზსადენი TukrStream-ი შავი ზღვის ფსკერზე გადის რუსეთის კრასნოდარის მხარიდან თურქეთის ევროპულ ნაწილამდე. ის ნაწილია მოსკოვის სტრატეგიული გეგმისა, შეამციროს ევროპაში თავისი გაზის ექსპორტისთვის უკრაინის სატრანზიტო გაზსადენზე დამოკიდებულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG