Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Boeing-მა შესაძლოა ვერ შეძლოს უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის გამოძიებაში მონაწილეობა


როგორც ბრიტანეთის გამოცემა Guardian-ი იტყობინება, კომპანია Boeing-მა შესაძლოა ვერ შეძლოს უკრაინის საერთაშორისო ავიაკომპანიის თვითმფრინავის ავარიის გამოძიებაში მონაწილეობა. Boeing 737-მა, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, დღეს განიცადა კატასტროფა, რომლის შედეგადაც დაიღუპა მასში მყოფი ყველა ადამიანი - 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი.

Guardian-ს მოჰყავს ირანის სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლის, რეზა ჯაფარზადეს სიტყვები, რომლის თქმითაც, პილოტი კონტაქტში არ შესულა დისპეტჩერებთან და არ შეუტყობინებია საგანგებო ვითარების შესახებ. ბრიტანული გამოცემის თანახმად, არ მოიპოვება იმის არავითარი ნიშანი, რომ კატასტროფას რაიმე კავშირი ჰქონდეს წუხელ ირანის მიერ ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმასთან.

გაზეთი წერს, რომ ჩვეულებრივ ამერიკული კომპანია Boeing-ი მონაწილეობს ხოლმე ავიაკატასტროფების გამოძიებაში. მაგრამ 2018 წელს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულმა სანქციებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს მას გამოძიებასთან თანამშრომლობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG