Accessibility links

site logo site logo

პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს უარი თქვან სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე


დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, სასექსის ჰერცოგინია მეგანმა, გადაწყვიტეს უარი თქვან სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე. განცხადებაში ისინი წერენ, რომ აპირებენ თავიანთი დრო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის გაანაწილონ.

ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ აღნიშნეს, რომ აპირებენ მუშაობა დაიწყონ, რათა სამეფო ოჯახისგან ფინანსურად დამოუკიდებლები გახდნენ, ისინი განაგრძობენ დედოფლის მიმართ თავიანთი მოვალეობების შესრულებას.

გარდა ამისა, წყვილი აპირებს შექმნას ახალი საქველმოქმედო ორგანიზაცია. ჯერჯერობით არ იტყობინებიან, რით იქნება დაკავებული ეს ორგანიზაცია.

ბუკინგემის სასახლემ განაცხადა, რომ ესმის პრინცისა და მისი მეუღლის სურვილის, უარი თქვან სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე. განცადების თანახმად, რომელსაც მედია ავრცელებს, ყველა საკითხის მოგვარებას დრო დასჭირდება.

პრინცი ჰარი და ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი 2018 წლის მაისში დაქორწინდნენ. ქორწინების შემდეგ ისინი სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია გახდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG