Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში გლოვის დღეა


კიევის აეროპორტში გლოვობენ ირანში "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულებს
კიევის აეროპორტში გლოვობენ ირანში "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა ირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის გამო, რომელსაც უკრაინის 11 მოქალაქის სიცოცხლეც ემსხვერპლა.

სამგზავრო „ბოინგი 737,“ რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, 8 იანვარს, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა თეირანის აეროპორტის მახლობლად.

თვითმფრინავში 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. უკრაინის 11 მოქალაქის გარდა დაიღუპა ირანის 82, კანადის 63, შვედეთის 10, ავღანეთის 4, გერმანიის 3 და დიდი ბრიტანეთის 3 მოქალაქე.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია 26 ბავშვი.

ირანული მხარის პირველადი ვერსიით, კატასტროფა ძრავში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია. „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ აცხადებს, რომ თვითმფრინავი სრულ წესრიგში იყო და მას გამოცდილი ეკიპაჟი მართავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG