Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, წელს სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდება


მსოფლიო ბანკის შენობა ვაშინგტონში
მსოფლიო ბანკის შენობა ვაშინგტონში

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2020 წელს მსოფლიოში ეკონომიკის მოკრძალებული ზრდა არის მოსალოდნელი. ამ პროგნოზს ბანკი, რომელსაც ვაშინგტონში უდევს ბინა, აკეთებს მას შემდეგ, რაც მან თავის ძველ პროგნოზს კორექცია გაუკეთა აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის შესაძლო გამწვავების ფონზე. თავის წლიურ ანგარიშში, „გლობალურ ეკონომიკურ პერსპექტივებში“, რომელიც 8 იანვარს გამოქვეყნდა, მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი 2,5% იქნება, 2019 წლისთვის გაკეთებულ პროგნოზზე (2,4%) ოდნავ უფრო მეტად და 2020 წლის ძველ პროგნოზზე (2,6%) უფრო ნელა.

ივნისში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა, რომელიც 189 სახელმწიფოს აძლევს სესხებს, გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის თანახმად, 2019 წელს ეკონომიკის ზრდა 2,6% უნდა ყოფილიყო, 2020 წელს კი - 2,7%.

მსოფლიო ბანკის თანახმად, 2019 წელს ეკონომიკის ყველაზე ნელი ზრდა აღინიშნა ათი წლის წინანდელი გლობალური კრიზისის შემდეგ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი ოდნავ უკეთესი იქნება, კვლავაც არსებობს საფრთხეები სავაჭრო და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე.

„მსოფლიო ეკონომიკის ამ მოკრძალებული ზრდით აღინიშნება დასასრული შენელებისა, რომელიც 2018 წელს დაიწყო და რის გამოც მსოფლიომ, ვაჭრობამ და ინვესტიციებმა, მძიმე დანაკარგები განიცადა, განსაკუთრებით - გასულ წელს,“ თქვა მსოფლიო ბანკის ეკონომიკის წამყვანმა სპეციალისტმა აიჰან კოსემ. მის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთში ნავარაუდევზე ნაკლები ინვესტიციებისა და ვაჭრობის, ასევე საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების გამო, ეკონომიკის ზრდა 2,1%-მდე შენელდა 2019 წელს. 2020 წელს კიდევ უფრო დაბალი ეკონომიკური ზრდა - 1,6% არის მოსალოდნელი.

სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 3,7% იყო 2019 წლისთვის, მაგრამ წელს ის 3,1%-მდე დაეცემა. 2020 წლისთვის სომხეთის ეკონომიკის ზრდის ტემპის პროგნოზია 5,1%, აზერბაიჯანისა 2,3%, საქართველოსი კი - 4,3%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG