Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაზპრომმა“ უარი თქვა ფულად პრეტენზიებზე აღმოსავლეთ უკრაინაში გაზის მიწოდებისთვის


„გაზპრომმა“ უარი თქვა ფულადი კომპენსაციის თაობაზე პრეტენზიებზე თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ ტერიტორიებზე გაზის მიწოდებისთვის. ამის შესახებ უკრაინის კომპანია „ნაფტოჰაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა იური ვიტრენკომ განაცხადა.

2017 წელს „გაზპრომი“ სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიებისთვის გაზის მიწოდებას მილიარდ დოლარზე მეტად აფასებდა. კომპანია კიევისგან ითხოვდა ამ თანხის გადახდას. მაგრამ 2018 წელს უკრაინამ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში მოიგო დავა. „ნაფტოჰაზი“ აცხადებდა, რომ რუსეთის მხრიდან დონბასში გაზის მიწოდებას აკონტროლებდა თავად „გაზპრომი“, უკრაინის მხრიდან კი - არავინ.

2019 წლის 31 დეკემბერს კიევმა და მოსკოვმა გამოაცხადეს, რომ ხელი მოეწერა ახალ შეთანხმებებს გაზის ტრანზიტის თაობაზე. შეთანხმებების მიხედვით, 2020 წელს რუსეთი უკრაინის გავლით ევროპაში გადატუმბავს 65 მილიარდ კუბურ მეტრს გაზს, 2021 წლიდან 2024 წლამდე კი - წელიწადში 40 მილიონ კუბურ მეტრს.

ახალი შეთანხმებების ხელმოწერამდე „გაზპრომმა“ უკრაინის მხარეს თითქმის სამი მილიარდი დოლარი გადაუხადა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად. საპასუხოდ უკრაინამ ივალდებულა, გააუქმოს სხვა საჩივრები, რომელთა საერთო ღირებულება 12 მილიარდ დოლარზე მეტია. ეს ახალი შეთანხმებების ხელმოწერის ერთ-ერთი პირობა იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG