Accessibility links

logo-print logo-print

ციხელაშვილი სოხუმში მიმდინარე პროცესებზე - უმთავრესია მოსახლეობის უსაფრთხოება


ქეთევან ციხელაშვილი

სოხუმში მიმდინარე მოვლენებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, აფხაზეთში განვითარებული პროცესები ოფიციალური თბილისის ყურადღების ცენტრშია და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს დაცული.

„ცხადია, აფხაზეთში მიმდინარე ყველა პროცესი და განვითარება არის ჩვენი ყურადღების ცენტრში და, პირველ რიგში, ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ ნებისმიერი განვითარება იყოს მშვიდობიანიდა მოსახლეობის უსაფრთხოებას არ შეექმნას არანაირი რისკები“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სოხუმში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. ისინი დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას თანამდებობიდან გადადგომას და ე.წ. ახალი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG