Accessibility links

logo-print logo-print

საფრანგეთში ათიათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად


საფრანგეთში ათიათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად. მთელს ქვეყანაში შეწყვიტეს მუშაობა რკინიგზელებმა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებმა, მასწავლებლებმა, ექიმებმა, ადვოკატებმა. სულ 9 იანვარს საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილია 200-ზე მეტი მანიფესტაცია. აქციები ტარდება პარიზში, მარსელში, ბორდოსა და ტულუზში. რამდენიმე ქალაქში მოხდა პოლიციასთან შეტაკება.

საპენსიო რეფორმის მიხედვით, საფრანგეთში დასაქმებულები შეინარჩუნებენ 62 წლის ასაკში პენსიაზე გასვლის შესაძლებლობას, მაგრამ ხელისუფლება შეეცდება, ხელი შეუწყოს პენსიაზე ორი წლით უფრო გვიან გასვლას. სრული სტაჟით ნამსახურეობის შემთხვევაში მინიმალური თვიური პენსია 1000 ევროა. საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უკვე ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG