Accessibility links

logo-print logo-print

ხაჯიმბა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ გამორიცხავს


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სოხუმში განვითარებული მოვლენების გამო, სპეციალური განცხადება გაავრცელა.

დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაჯიმბა მოსახლეობას თხოვს, სიმშვიდე შეინარჩუნონ და პროვოკაციებს არ აყვნენ: „მე, როგორც კონსტიტუციის გარანტმა გავეცი ყველა საჭირო დავალება, რათა არ დავუშვათ სიტუაციის განვითარება სამართლებრივ ველს მიღმა. ამ არცთუ მარტივ ვითარებაში უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ ჩვენი სახელმწიფოს არსებობა. სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანო საშტატო რეჟიმით მუშაობს. ძალოვანი სტრუქტურები გადაყვანილნი არიან გაძლიერებულ რეჟიმზე. საჭიროების შემთხვევაში, მივიღებ ზომებს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად“.

სოხუმში, სადაც ე.წ. უზენაეს სასამართლოს უნდა განეხილა „პრეზიდენტობის“ ყოფილი კანდიდატის, ალხას კვიცინიას საკასაციო სარჩელი შარშანდელი „არჩევნების“ შედეგების გაბათილების შესახებ, 9 იანვარს, დღისით დაიწყო ოპოზიციის საპროტესტო აქცია. მოგვიანებით, აქციის მონაწილეთა ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG