Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Human Rights Watch-ი: შარშან რუსეთში დრამატულად გაიზარდა იეღოვას მოწმეების დევნა


Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა გასულ წელს იეჰოვას მოწმეების „დევნა დრამატულად გაზარდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით“.

„ბინების ჩხრეკისა და სისხლის სამართლის საქმეების რიცხვი ორჯერ და უფრო მეტად გაიზარდა, იეჰოვას 32 მოწმე ციხეში იმყოფება საკუთარი სარწმუნოების მშვიდობიანი აღსრულებისთვის“, წერს 9 იანვარს ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია, რომელსაც ნიუ-იორკში უდევს ბინა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ, სულ მცირე, 313 ადამიანს აქვს წაყენებული ბრალდება, იმყოფება გამოძიების პროცესში ან „ექსტრემიზმის“ ბრალდებით არის გასამართლებული იეჰოვას მოწმეობისთვის.

მათმა ორმა მესამედმა 2019 წელს შეიტყო საკუთარი ეჭვმიტანილი სტატუსის შესახებ.

Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ, სულ მცირე, 2017 წლის შემდეგ რუსეთის ათობით ქალაქში, 780 ბინაში ჩაატარა რეიდები, მათ ნახევარზე მეტი - შარშან.

2019 წელს 18 ადამიანს გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, ცხრა მათგანი ციხეში ჩასვეს ორიდან ექვს წლამდე ვადით.
რუსეთმა 2017 წელს აკრძალა იეღოვას მოწმეები და „ექსტრემისტული ორგანიზაციის“ კვალიფიკაცია მიანიჭა მას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG