Accessibility links

site logo site logo

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელშიც გადადგომისკენ მოუწოდა რაულ ხაჯიმბას


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელშიც გადადგომისკენ მოუწოდა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების გამო და იმისთვის, რომ საზოგადოებაში არ გაღრმავდეს დესტაბილიზაცია, სახალხო კრება იღებს დადგენილებას, გადადგომის წინადადებით მიმართოს პრეზიდენტს.

დადგენილებას მხარი დაუჭირა 19-მა დეპუტატმა, ოთხი წინააღმდეგი იყო, ერთმა თავი შეიკავა. სულ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის სხდომაში 27 დეპუტატი მონაწილეობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG