Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯასტინ ტრუდო: არსებობს მტკიცებულებები, რომ უკრაინის სამგზავრო ავიალაინერი ირანმა ჩამოაგდო


ჯასტინ ტრუდო
ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს თქმით, არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ უკრაინის სამგზავრო ავიალაინერი, რომელმაც თეირანში განიცადა კატასტროფა, ირანის რაკეტამ ჩამოაგდო. „მოგვეპოვება ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის ჩვენი მოკავშირეებისგან და საკუთარი დაზვერვიდან. მტკიცებულებები იმაზე მიანიშნებს, რომ თვითმფრინავი ჩამოგდებულია ირანის მიწა-ჰაერი ტიპის რაკეტით“, თქვა ტრუდომ 9 იანვარს.

„ეს შესაძლოა, წინასწარ განზრახვის გარეშე მოხდა“, თქვა კანადის პრემიერ-მინისტრმა თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერნციაზე.

მანამდე აშშ-ის ხელისუფლების ანონიმმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დარწმუნებული არიან, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო უკრაინის Boeing 737-800, რაზეც მიუთითებს სატელიტების, სარადიოლოკაციო და ელექტრონული მონაცემები.

ირანმა გამორიცხა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზად სარაკეტო იერიში და თქვა, რომ ასეთ სცენარს „აზრი არა აქვს“.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც თეირანიდან კიევში მიფრინავდა, გუშინ ჩამოვარდა თეირანიდან აფრენის შემდეგ ცოტა ხანში. დაიღუპა მასში მყოფი 176-ვე ადამიანი. ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე ირანმა სარაკეტო იერიში განახორციელა ერაყის სამხედრო ბაზებზე, რომლებშიც აშშ-ის სამხედროები იმყოფებოდნენ. ამან გააჩინა ვარაუდები, რომ თვითმფრინავს შესაძლოა თავს დაესხნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG