Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი: თემთა პალატამ მიიღო კანონპროექტი ბრექსიტის შესახებ


დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ მესამე საბოლოო წაკითხვით მიიღო კანონპროექტი ბრექსიტის შესახებ. ახლა დოკუმენტი ლორდთა პალატას გადაეცემა დასამტკიცებლად. როგორც მოსალოდნელია, იქ დოკუმენტის განხილვა მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება.

კანონპროექტი ემყარება შეთანხმებას, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მიაღწია ბრიუსელთან. დოკუმენტი გარკვეულად განსხვავდება მისი პირველადი ვერსიისგან, რომლის პარლამენტში გატანასაც ცდილობდა ჯონსონი ოქტომბერში. მაშინ ის დაბლოკეს პროცედურული კენჭისყრის მეშვეობით, რის შემდეგაც პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები გამოცხადდა. 12 დეკემბრის არჩევნებში გაიმარჯვეს კონსერვატორებმა ბორის ჯონსონის ხელმძღვანელობით.

კანონპროექტი ითვალისწინებს ევროკავშირიდან გასვლას 2020 წლის 31 იანვრამდე. ამის შემდეგ დაიწყება ბრიუსელთან მოლაპარაკებები ახალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ. ოპოზიცია შიშობს, რომ მხარეები ამას ვერ მოასწრებენ წლის ბოლომდე, თუმცა ჯონსონი საპირისპიროშია დარწმუნებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG