Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 ივნისის საქმეზე დაკავებულმა კახაბერ კუპრეიშვილმა და ცოტნე სოსელიამ შიმშილობა დაიწყეს


20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა კახაბერ კუპრეიშვილმა და ცოტნე სოსელიამ დღეს შიმშილობა დაიწყეს. ისინი აპროტესტებენ მათ მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას - პატიმრობას.

ბრალდებულებმა დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ მომდევნო სხდომებს აღარ დაესწრებიან. ისინი თავს უკანონო პატიმრებად მიიჩნევენ.

მომდევნო სხდომა 13 იანვარს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG