Accessibility links

logo-print logo-print

პროკურატურა ყოფილი ცოლის საქმეზე სასულიერო პირის მიმართ გირაოს შეფარდებას მოითხოვს


10 იანვარს დანიშნულ სასამართლო პროცესზე სასულიერო პირის ლაშა ჩიქოვანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ, - იტყობინება „ინტერპრესნიუსი“. ახალი ამბების სააგენტოს ცნობით, პროკურატურა სასულიერო პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.

ლაშა ჩიქოვანს ნინო ჩიქოვანის (გორგოშიძის) მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ხუთი შვილის დედა, ნინო გორგოშიძე, ყოფილ ქმარს, მოქმედ სასულიერო პირს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში წლებია ადანაშაულებს. როგორც მან რადიო თავისუფლებას რამდენიმე დღის წინ განუცხადა, ბოლო მუქარა ყოფილი ქმრისგან პირველ იანვარს მიიღო: დამემუქრა, ბეისბოლის ჯოხით გაგასხმევინებ ტვინსო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG