პოლიციის მაღალი რანგის თანამშრომელი და 14 სხვა პირი ემსხვერპლა აფეთქებას, რომელიც პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში, კვეტაში მოხდა.
ბალუჩისტანის პროვინციის შინაგა საქმეთა მინისტრის ზიაულა ლანგოვეს თქმით, 19 პირი დაშავდა აფეთქებისას, რომელიც 10 იანვრის საღამოს მოხდა. მოკლულებს შორს არის პოლიციის უფროსის მოადგილე.
კვეტა ბალუჩისტანის რესურსებით მდიდარი რეგიონის დედაქალაქია. ბალუჩისტანი გამოირჩევა ძალადობით, რომელსაც თემებს შორის დაპირისპირება, ისლამისტების და სეპარატისტული ძალების აქტიურობა იწვევს.
კეტაში 7 იანვარს მოხდა აფეთქება, რომელსაც ორი პირი ემსხვერპლა.
დაწერეთ კომენტარი