Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასულიერო პირს ლაშა ჩიქოვანს სასამართლომ გირაო, 3000 ლარი შეუფარდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 3000 ლარი შეუფარდა.

როგორც სასამართლოს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, 16:00 საათზე ჩატარდება.

ლაშა ჩიქოვანს ნინო ჩიქოვანის (გორგოშიძის) მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ხუთი შვილის დედა, ნინო გორგოშიძე, ყოფილ ქმარს, მოქმედ სასულიერო პირს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში წლებია ადანაშაულებს. როგორც მან რადიო თავისუფლებას რამდენიმე დღის წინ განუცხადა, ბოლო მუქარა ყოფილი ქმრისგან პირველ იანვარს მიიღო: დამემუქრა, ბეისბოლის ჯოხით გაგასხმევინებ ტვინსო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG