Accessibility links

logo-print logo-print

ზელენსკი გახარიას მიმართ მადლიერებას გამოხატავს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ავიაკატასტროფის შემდეგ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„მადლიერი ვარ გიორგი გახარიასი, საქართველო და უკრაინა ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იდგნენ ისტორიის რთულ მომენტებში“, - წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" სამგზავრო „ბოინგი 737,“ რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, 8 იანვარს ჩამოვარდა თეირანის აეროპორტის მახლობლად. თვითმფრინავში 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ უკრაინის, ირანის, ავღანეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და შვედეთის მოქალაქეები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG