Accessibility links

logo-print logo-print

უკრაინას წვდომა აქვს ჩამოვარდნილი „ბოინგის“ „შავ ყუთებზე“ და სურს საერთაშორისო გამოძიება დაინიშნოს


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა 10 იანვარს, რომ გამომძიებლებმა ვერ მიაგნეს ტერორისტული თავდასხმის შესახებ დასტურს უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევებზე.

„ბოინგი“, რომელიც თეირანიდან კიევში მიფრინავდა 8 იანვარს ჩამოვარდა თეირანის მახლობლად. მასში მყოფი 176 ადამიანი დაიღუპა. კიევს სურს, რომ საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს მომხდარი კატასტროფის მიზეზების დასადგენად.

პრისტაიკო აცხადებს, რომ უკრაინელი ოფიციალური პირები არც ერთ შესაძლო ვერსიას არ გამორიცხავენ. აშშ-ის, კანადის და ბრიტანეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ არის იმის „მაღალი ალბათობა“, რომ „ბოინგი“, შეიძლება შეცდომით, ჩამოაგდო ირანის რაკეტამ. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და ნიდერლანდელმა ოფიციალურმა პირებმა მსგავსი მოსაზრება გამოთქვეს.

საჰაერო კატასტროფა მოჰყვა ირანის მიერ ერაყში სამხედრო ბაზის დაბომბვას, რასაც, დამდენიმე დღის წინ უძღოდა ირანის მაღალი რანგის სამხედრო მეთაურის მოკვლა აშშ-ი საჰაერო თავდასხმის შედეგად.

პრისტაიკომ განაცხადა, რომ ირანმა მას "შავ ყუთებზე" წვდომის საშუალება მისცა.

ირანმა გამოაცხადა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის „შავ ყუთის“ მონაცემებს ჩამოტვირთავს. ირანმა გადაჭრით უარყო დასავლეთის მოსაზრება, რომ რაკეტამ ჩამოაგდო უკრაინის თვითმფრინავი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG